ხულოში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ ცვლილებების საჯარო განხილვა დასრულდა

ხულოში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ ცვლილებების საჯარო განხილვა დასრულდა. მოსახლეობას ცვლილებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ გააცნო. შეკრებილ მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებები საორგანიზაციო კომისიის წევრებმა გააცნეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საორგანიზაციო კომისიის წევრის ვლადიმერ მგალობლიშვილის განცხადებით, ცვლილებები ძლიერი ავტონომიისკენ გადადგმული ნაბიჯია. მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ უფლებამოსილებებზე, რომლებიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე აღნიშნული ცვლილებებით დელეგირდება, ასევე ისაუბრა უმაღლესი საბჭოს არჩევნების საკითხებზე.

უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატის პეტრე ზამბახიძის შეფასებით, პროექტში იცვლება როგორც იურიდიული, ისე ტექნიკური საკითხები. მან აქცენტი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფორმირებაზე გააკეთა და გარკვეულ საკითხებზე გამოთქვა შენიშვნები.

„საჯარო განხილვის მონაწილეებს თავისი მოსაზრებები გააცნო კომისიის კიდევ ერთმა წევრმა თენგიზ თევზაძემ. ის კომისიაში აკადემიურ წრეებს წარმოადგენს.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ ახალი კონსტიტუციური კანონი, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა, დეცენტრალიზაცია და ავტონომიურობის საკითხები, გახლდათ ის ასპექტები, რომლებზეც მომხსენებელმა ისაუბრა. საჯარო განხილვას, გარკვეული მოსაზრებებით, არ დაესწრო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით კომისიის წევრად წარდგენილი გია აბულაძე.

კომისიის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საარჩევნო სისტემის არჩევანზე და აღნიშნეს, რომ ის მორგებული უნდა იყოს ქვეყნის პოლიტიკურ რეალობაზე. როგორც დავით გაბაიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე გამოთქმული ყველა ჯანსაღი მოსაზრება და წინადადება აისახება საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომლის განხილვაც თებერვლის დასაწყისიდან იგეგმება აჭარის უმაღლეს საბჭოში.

ამის შემდეგ საჯარო განხილვა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსახლეობის შეკითხვები და წინადადებები ძირითადად, ავტონომიის განსაკუთრებულ გამგებლობას დაქვემდებარებულ საკითხებს, შერეულ საარჩევნო სისტემას და მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სპეციფიკიდან გამომდინარე რიგ საკითხებს შეეხებოდა“, - ნათქვამია აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციაში .

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა