დავით საგანელიძემ იტალიური სამშენებლო კომპანია Pizzarotti-ის წარმომადგენლები მიიღო

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში იტალიური სამშენებლო კომპანია Pizzarotti-ის წარმომადგენლები მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, კომპანია საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის მშენებლობით ინტერესდება. ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი საქმიანობის პრინციპები გააცნეს და ინფრასტრუქტურულ სფეროში მუშაობის გამოცდილება გაუზიარეს. დავით საგანელიძე იტალიური კომპანიის წარმომადგენლებს ფონდის მანდატის, სტრუქტურისა და სტრატეგიის შესახებ ესაუბრა. თავის მხრივ, სამშენებლო კომპანია Pizzarotti-ის რეგიონულმა დირექტორმა ფერუჩიო ბრაზილიმ კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანია 100-ზე მეტი წელია მუშაობს იტალიის ბაზარზე და ჯანდაცვის მიმართულებით არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა შესაძლო ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრას „კლინიკების განვითარების კომპანიის“ დირექტორი თეა გიორგაძე და სამედიცინო პროექტების მენეჯერი ზვიად კირტავა ესწრებოდნენ.

”შეგახსენებთ, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კლინიკები განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, „საპარტნიორო ფონდს“ მფლობელობაში 2015 წლის ბოლოს გადმოეცა. ეს საავადმყოფოებია: შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო); სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ე.წ. ონკოლოგიური საავადმყოფო); შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა