დიმიტრი მედოევი „ვიზიტით“ ნაურუს რესპუბლიკას ეწვევა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბარონ ვაქას მიწვევით 25 იანვრიდან 1-ელ თებერვლამდე ნაურუს რესპუბლიკას „ოფიციალური ვიზიტით“ ეწვევა. ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

„31 იანვარს მინისტრი ნაურუს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია დიმიტრი მედოევისა და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბარონ ვაქას შეხვედრა, რომლის დროსაც ორმხრივი თანამშრომლობისა და მისი განვითარების პერსპექტივების განხილვა იგეგმება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 16 დეკემბერს ნაურუს რესპუბლიკამ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა აღიარა“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა