თსუ-ში ხვალ მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ხვალ მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ანგარიშის „განათლების პერსპექტივების ანალიზი“ („LEARNING TO REALIZE EDUCATION’S PROMISE“) პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, უნივერსიტეტი აღნიშნული ანალიზის პრეზენტაციას მსოფლიო ბანკთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წარმოადგენს. ანგარიში მსოფლიო ბანკის მთავარი ანალიტიკური პუბლიკაციაა და ზოგადი განათლების მიზნებსა და პერსპექტივებს ეძღვნება.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, ISET-ის პრეზიდენტი ერიკ ლივნი, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი მერსი ტომბონი, მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახელმძღვანელი ჰოლსი როჯერსი, საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, ტრენერები და განათლების ექსპერტები დაესწრებიან.

„მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე არაერთ პროექტშია ჩართული. მსოფლიო ბანკის მიერ გაკეთებული საქართველოს ზოგადი განათლების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება და გაცემული რეკომენდაციები ხელს უწყობს სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლებას, რაც თითოეული მოსწავლის შედეგებზე აისახება“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა