ადვოკატი - ანატოლი ბერძენიშვილი ბრალს არ აღიარებს და ისევ დუმილის უფლებას იყენებს

ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დატოვების შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა მაია სირაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატისთვის ისევ უცნობია საქმის მასალები და არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა კონკრეტული მტკიცებულებები გააჩნია ბრალდების მხარეს.

„მას ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა, თუმცა არ აღიარებს. თვითონაც გაურკვევლობაშია, თუ რატომ დააკავეს, რადგან მას არანაირი კავშირი არ ჰქონია ამ საქმეში ბრალდებულ სხვა პირებთან და მისი საქმიანობაც დაკავშირებულია ქველმოქმედებასთან, ტაძრების მშენებლობასთან, რისი გადამოწმებაც შესაძლებელია. ჯერჯერობით საქმის მასალები არ გადმომცემია და არ ვიცი, კონკრეტულად რა მტკიცებულებები გააჩნია უსაფრთხოების სამსახურს“, - აღნიშნა მაია სირაძემ.

ადვოკატი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბერძენიშვილის სახაზინო ადკატის, ელდარ გვალიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულს ურთიერთობა ჰქონდა მაჩალიკაშვილებთან, ასევე, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ პირებთან და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე განცხადებით, დაკავებულ ბერძენიშვილს გვალიასთან მიმართებით გუშინვე გაუჩნდა კითხვები, რომ იქ შესაძლოა სპეციალურად ყოფილიყო შეგზავნილი, რის გამოც მან გუშინ ადვოკატის არც ერთ კითხვას არ უპასუხა. მაია სირაძის განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, აპირებს მიმართოს სახალხო დამცველს, იუსტიციის მინისტრს და ადვოკატთა ასოციაციას, რათა მოხდეს ელდარ გვალიას საადვოკატო საქმიანობის შესწავლა.

ადვოკატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ მიბრუნდებიან, რათა საქმის მასალის შესწავლის შემდგომ ბრალდებულის პოზიციები მოისმინონ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს