ბექა დავითულიანი - სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა თბილისის საცობებისგან განტვირთვაა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ თბილისის მერის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ბექა დავითულიანმა აღნიშნა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა თბილისის საცობებისგან განტვირთვაა. მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. მათ შორის, მოწესრიგდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, დაიწყება მუნიციპალური ავტოპარკის განახლება და განხორციელდება მეტროს რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ბექა დავითულიანის თქმით, ცვლილება შევა დასუფთავების, სადისტრიბუციო და სამშენებლო სატვირთო ავტომანქანების გადაადგილების განრიგშიც.

„დღეს დედაქალაქის მერმა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები დაანონსა, რომლებიც ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებას ეხება. ამ მიმართულებით გადადგმული თითოეული ნაბიჯი დადებით შედეგს გამოიღებს და ჩვენი ქალაქი საცობებისგან განიტვირთება“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა