ლევან ხაბეიშვილი - ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის პროექტი ნარმანიას დროს დაიწუნეს კონკრეტული დოკუმენტაციის პრობლემების გამო და ეს დოკუმენტაცია არ მოგვარებულა

ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილის ბოსტანში დავდივართ, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თბილისის საკრებულოში ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობის საკითხზე კომენტირებისას განუცხდა.

როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, 2 წლის წინ ესტაკადის მშენებლობა რამდენიმე საკითხის გამო შეჩერდა, კერძოდ, დოკუმენტაციის გაუმართაობისა და ხეების მოჭრისთვის.

“ძალიან მარტივი შეკითხვა გვქონდა დედაქალაქის მერთან, რა ბედი ელის იპოდრომის ტერიტორიას, რომელიც დღეს არის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში? გვაინტერესებს, არის თუ არა რაიმე შეთანხმება ესტაკადის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით, ან ბიძინა ივანიშვილის ტერიტორიაზე რომ ავაშენებთ ამ პროექტს, არის თუ არა ის თანახმა?! ახალმა მთავრობამ გამოაცხადა ტენდერი ცინცაძე- კარტოზიას ესტაკადასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ეს პროექტი ნარმანიას დროს დაიწუნეს კონკრეტული დოკუმენტაციის პრობლემების გამო და ეს დოკუმენტაცია არ მოგვარებულა.

ოფიციალური დოკუმენტი არსებობს, რომ ეს კერძო მესაკუთრის ტერიტორიაა და კერძო მესაკუთრის საკუთრებაში ხომ არ აშენდებოდა ესტაკადა? მეორე არის ხეების მოჭრის საკითხი, რაზეც მაშინ თქვეს უარი. ახალანდელი პროექტი არის იდენტური, მაშინაც ამბობდნენ, რომ ხეები უნდა გადავრგოთო. საუბარია 25 ხეზე, თუ გადარგვა იყო შესაძლებელი მაშინაც გადაერგათ. ტენდერი რაც გამოცხადდა, რაც ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს პატარ-პატარა ტერიტორიები, გააერთიანა და ახლა არის ერთ მფლობელობაში. ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილის ბოსტანში დავდივართ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა