ელტონ ჯონის საქართველოში დაგეგმილი კონცერტი შესაძლოა, ისევ არ ჩატარდეს

ბრიტანელი კომპოზიტორის, მომღერლისა და პიანისტის ელტონ ჯონის საქართველოში დაგეგმილი კონცერტი შესაძლოა, ისევ არ ჩატარდეს.

გამოცემა „დეილი მირორის“ ინფორმაციით, ელტონ ჯონი ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო, მსოფლიო ქვეყნებში დაგეგმილ გასტროლებს წყვეტს.

გამოცემის ინფორმაციით, 70 წლის მუსიკოსი მსოფლიოს მასშტაბით კონცერტების შეწყვეტის შესახებ განცხადებას „უახლოეს დროში“ გააკეთებს. მათივე ინფორმაციით, გასულ წელს ელტონ ჯონმა 12 დღე სტაციონარში გაატარა მას შემდეგ, რაც სამხრეთაფრიკული ტურნეს დროს „სახიფათო და იშვიათი“ ბაქტერიული ინფექცია გადაედო.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ბრიტანელ მომღერალს გასული წლის აპრილშიც შეექმნა, როდესაც ის ჩილეში გამართული კონცერტის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ბრუნდებოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტი შემოდგომაზე უნდა გამართულიყო, თუმცა ის ზაფხულისთვის გადაიდო. გაიმართება თუ არა ივნისში დაგეგმილი კონცერტი, ჯერჯერობით უცნობია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკში“ განუცხადეს, კონცერტის გადადების ან გაუქმების შესახებ მათთვის ამ ეტაპზე ოფიციალურად არავის უცნობებია.

საქართველოში ელტონ ჯონის ჩამოყვანას და კონცერტის ორგანიზებას „საქართველოს ბანკის“ პროექტი „სოლო“ ხელმძღვანელობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა