„ჯინო ჰოლდინგი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

„ჯინო ჰოლდინგის“ მეპატრონის, ბიზნესმენისა და ინვესტორის, ნოდარ გიორგაძის სახელით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ყალბი გვერდი შეიქმნა, რომელიც ყოველდღიურად ავრცელებს ნოდარ გიორგაძის პირად ფოტოებს, ყალბ დოკუმენტებს და ინფორმაციას, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული, - ამის შესახებ ნათქვამია „ჯინო ჰოლდინგის“ საგანგებო განცხადებაში.

„აღნიშნული ყალბი გვერდი, მიზანმიმართულად ცდილობს ნოდარ გიორგაძის პერსონის ავტორიტეტის შელახვას, დეზინფორმაციის გავრცელებასა და დაგეგმილი ფართომასშტაბური პროექტების ჩაშლას. მოგახსენებთ, რომ ამ ყალბ გვერდს არანაირი კავშირი არ აქვს ნოდარ გიორგაძესთან და მისი საშუალებით გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტი, თუ საჯარო პოსტი არის სიცრუე.

ჰოლდინგის იურისტები უკვე ამზადებენ სარჩელს პროკურატურაში შესატანად, რათა დროულად და ეფექტურად მოხდეს გამოძიება, თუ ვინ ცდილობს ბიზნესმენის სახელის შელახვას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„ჯინო ჰოლდინგი“ მოუწოდებს და სთხოვს სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ ამ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება, დაიწყოს გამოძიება და ის პირები (თუ პიროვნება), ვინც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიზანმიმართულ მავნებლობასა და იმიჯის შემლახავ ქმედებებს ეწევა, გამოვლინდნენ და კანონის შესაბამისად დაისაჯონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა