იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები უწყებას მათი აღდგენის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებაში ადანაშაულებენ

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილი თანამშრომლები თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი ცენტრს სასამართლო გადაწყვეტილების იგნორირებაში ადანაშაულებენ. საუბარია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს ყოფილი თანამშრომლების - თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის სამსახურში აღდგენა და მათთვის განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

როგორც ახობაძე აცხადებს, უწყება მათ მხოლოდ განაცდურის გადახდას სთავაზობს, აღდგენაზე კი უარს ეუბნებათ.

ახობაძე და სუბელიანი დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელს, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, პროკურატურაშიც უჩივიან. თამაზ ახობაძე აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს:

”სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა მე და ანა სუბელიანი უნდა აღგვადგინოს თანამდებობებზე და ჩაგვირიცხოს განაცდური და ეს უნდა მოახდინოს დაუყონებლივ. ჩვენ მოლაპარაკების შედეგად, რადგან აღდგენა რთულია [რაც ჩვენი პრობლემა ნამდვილად არაა] ცენტრს შევთავაზეთ შემდეგი პირობა: განაცდური + მორალური ზიანისთვის ვერ აღდგენის კომპენსაცია; ან განაცდური + მორალური ზიანისთვის ოფიციალური ბოდიშის წერილი სამინისტროსგან. დანაშაულის პრევენციის ცენტრი გვთავაზობს ყველაზე ცუდ პირობას: უარი ვთქვათ აღდგენაზე და ჩაგვირიცხავენ განაცდურს, ოღონდ ეტაპობრივად. ბოდიშის მოხდაც კი არ უნდათ. ბუნებრივია, ეს პირობა, მაშინ, როცა ოთხი წელი ვიბრძოლეთ სასამართლოებში და დავამტკიცეთ ჩვენი უკანონოდ გათავისუფლება, ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ მე და ანა ვაგრძელებთ ბრძოლას, როგორც სამართლებრივ [ვუჩივით დანაშაულის პრევენციის ცეტნრის ხელმძღვანელს სასამართლო გადაწყვეტილების არაღსრულების გამო პროკურატურაში], ასევე სხვა მეთოდებით [მათ შორის დანაშაულის პრევენციის ცენტრის დანაშაულებრივი ქმედების მაქსიმალურად გაშუქება: მედია, საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები... დონორები - იცოდნენ ვის აფინანსებენ] და სხვა პარტიზანული გზებით”, - აცხადებს ახობაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა