გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდშიც გაიმართა

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მხარდამჭერი აქცია ზუგდიდშიც გაიმართა. აქციის მონაწილეები გიორგანაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის შეცვლას და მსახიობის საქმეში მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვენ.

აქცია, სახელწოდებით "ყველა ერთისთვის" ჯერ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურასთან გაიმართა, შემდეგ კი სასამართლოს შენობასთან გაგრძელდა.

„ზუგდიდი უერთდება თბილისში გამართულ აქციას, რომელიც იმართება იმ ნარკოპოლიტიკასა და ნარკოფაშიზმის წინააღმდეგ, რომელიც ორიენტირებულია ჩაგვრაზე და ტერორზე. ხელისუფლებას არ უნდა დაკარგოს ბერკეტი, რომ მოახდინოს ადამიანების იზოლაცია“, - აღნიშნა „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის მენეჯერმა ემზარ კვარაცხელიამ.

„გულწრფელად მიხარია, რომ ახალგზარდები ჭარბობენ აქ, რადგან ეს ზუსტად ის ძალაა, რომელიც არასდროს შეეგუება უკანონობას, რომელიც დღეს საქართველოში ხდება ნარკოფაშიზმის კუთხით“, - აღნიშნა აქციაზე ემზარ კვარაცხელიამ.

გიორგი გიორგანაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსახიობს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა