თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის დღევანდელი პროცესი დაიხურა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების საჩივრის განხილვა მიმდინარეობს, სხდომა დაიხურა. ამის მიზეზი ის არის, რომ პროცესზე მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე თუბა ჩაბუქი ახსნა- განმარტებით უნდა წარსდგეს. როგორც მოსამართლემ სხდომაზე განმარტა, შესაძლოა, რომ თუბა ჩაბუქის ახსნა-განმარტება საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდეს, ამიტომ უმჯობესია, რომ სხდომა დაიხუროს.

მანამდე კი ადვოკატებმა მტკიცებულებად საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა წარმოადგინეს, სადაც მათივე ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დარღვევებზეა საუბარი. ამის გათვალისწინებით, ადვოკატები აცხადებენ, რომ ჩაბუქის ექსტრადირება თურქეთში არ უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას თურქეთის საპატიმროში არაადამიანური მოპყრობა ელის. ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალი, რასაც ჩაბუქს ედავებიან, უსაფუძვლოა.

როგორც ცნობილია, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაცვის მხარე მოითხოვს, რომ ბათილად იყოს ცნობილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება,რომლის მიხედვით ჩაბუქსა და მისი ოჯახის წევრებს საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა