სოზარ სუბარი - ჩვენი იარაღი არის არაღიარების პოლიტიკა და სამშვიდობო პოლიტიკის განმტკიცება

რუსეთი ერთ მშვენიერ დღეს გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებებს.

"რუსეთი ნამდვილად არ აპირებდა საბჭოთა კავშირის დაშლას, პოლონეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის და სხვა სახელმწიფოების გათავისუფლებას თავისი მარწუხებისგან, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ რუსეთი დარჩა მარტო. ჩვენი იარაღი არის არაღიარების პოლიტიკა, სამშვიდობო პოლიტიკის განმტკიცება. რუსეთი ერთ მშვენიერ დღეს გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას აღიარებასთან დაკავშირებით და ამას გააკეთებს საერთაშორისო საზოგადოება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება",- განაცხადა სუბარმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა