28-30 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

28-30 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა განუცხადა, 28 იანვარს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, ღამით მთაში თოვლი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც დღისით გაძლიერდება.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით უმეტეს და დღისით ზოგიერთ რაიონში ნალექია ნავარაუდევი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3 +2. ხოლო დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება დედაქალაქს , 28 იანვარს თბილიში, თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ღამით + 1, დღისით, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

29 იანვარს დასავლეთ საქართველოში ღამით, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დღისით იწვიმებს. დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი, ზოგან ძლიერად. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ზოგან იწვიმებს, დღისით კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაფიქსირდება.

29 იანვარს, თბილისში ღამით მცირე თოვლი, დღისით უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა + 3 გრადუსამდე დაფიქსირდება.

რაც შეეხება 30 იანვრის ამინდის პროგნოზს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსამდე იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით უმეტესად ითოვებს, დღისით კი ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსამდე იქნება.

30 იანვარს თბილისში ღამით შესაძლოა ითოვოს, დღისით კი უნალექო ამინდია ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში თოვლს ელოდებიან - როგორ ამინდი იქნება თებერვლის დასაწყისამდე მთელს საქართველოში?

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა