გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულმა ლაბორატორიამ ახალგაზრდა მეცნიერებისთვის კონფერენცია გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის ორგანიზებით, ახალგაზრდა მეცნიერებისათვის კონფერენცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კლუბის წევრებმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემატიკაზე შექმნილი ნაშრომები და ნახატები წარმოადგინეს. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სოციალური მიმართულების კაბინეტის, გეოეკოლოგიის კლუბის 16-მა მოსწავლემ. ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან შემდგარმა ჟიურიმ 3 გამარჯვებული გამოავლინა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მაქსიმალურად ცდილობს დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში ჩართულები იყვნენ დაბალი კლასის მოსწავლეებიც.

„ახალგაზრდებმა ძალიან საინტერესო თემები წარმოადგინეს და ამ სფეროში ღრმა ცოდნა გამოავლინეს. გაგვიჭირდა გამარჯვებულის გამოვლენა. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში ჩართულები იყვნენ დაბალი კლასის მოსწავლეებიც, რომლებმაც ამ თემებზე იმუშავეს და აუდიტორიის წინაშე გამოვიდნენ. ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ ინტერესი ამ სფეროს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება“ , - განაცხადა ირაკლი გულედანმა.

მსგავსი სახის ღონისძიებების მიზანია, სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებში ახალგაზრდების ჩართვა. ასევე, საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების მიმართულების პოპულარიზაცია, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განმტკიცება და ახალგაზრდული იდეების ხელშეწყობა.

კონკურსის გამარჯვებულის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კლუბის წევრი ლუკა ნოზაძე კონკურსის შესახებ საუბრობს და ახადებს, რომ მისი თემა ეხებოდა ნარჩენებს.

„ლაბორატორიაში რამდენიმე თვის წინ ვიყავით ღია კარის დღეზე, დავათვალიერეთ ლაბორატორიები, ჩაგვატარებინეს სხვადასხვა კვლევები და უსაფრთხოების ნორმები აგვიხსნეს. დაგვირიგეს საბავშვო ლიტერატურაც. ამის შემდეგ, უფრო მეტად დავინტერესდი ამ სფეროთი. გამიხარდა, როდესაც ამ თემებზე კონკურსი გამოცხადდა. ჩემი თემა ეხებოდა ნარჩენებს და როდესაც ამ თემაზე ვმუშაობდი, ბევრი საინტერესო ფაქტის შესახებ გავიგე, ეს სფერო მართლა ძალიან საინტერესოა“, - განაცხადა ლუკა ნოზაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა