ბენიამინ ნეთანიაჰუ - დონალდ ტრამპმა დიდი სამსახური გაუწია მშვიდობის დამყარებას

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გამო შეაქო.

„მან დიდი სამსახური გაუწია მშვიდობის დამყარებას, რადგან მშვიდობა მხოლოდ ჭეშმარიტებას შეიძლება ემყარებოდეს. უბრალო ფაქტის უარყოფა, რომ ისრაელის დედაქალაქი იერუსალიმია, მშვიდობის დამყარებას აფერხებს, რადგან ილუზიას, ფანტაზიას ქმნის. მშვიდობას ფანტაზიაზე დაყრდნობით ვერ დაამყარებ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„მთავრობა იმყოფება იერუსალიმში. ასე იყო ისრაელის არსებობის 70 წლის განმავლობაში. იერუსალიმი ებრაელი ხალხის დედაქალაქი იყო მეფე დავითის მმართველობიდან მოყოლებული. თქვენ იცით, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად დარჩება, ჩვენი მთავრობის ადგილსამყოფელი კი ყოველთვის იერუსალიმი იქნება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გასული წლის დეკემბერში აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება ქვეყნის დედაქალაქად თელ-ავივს აღიარებს და ამჟამად აშშ-ს საელჩო აქ მდებარეობს.

პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს თავიანთი მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქად მიიჩნევენ.

გასულ კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ კიდევ უფრო შეამცირებდა პალესტინელებისადმი ფინანსური დახმარების რაოდენობას, თუ სამშვიდობო პროცესს არ დაუბრუნდებოდნენ.

„ფული მაგიდაზე დევს, მაგრამ ეს ფული მათ არ გადაეცემათ, ვიდრე სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ გამართავენ“, - აღნიშნა ტრამპმა ნეთანიაჰუსთან საუბრისას დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა