თსუ-ში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნა

თსუ-ში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს.

საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევითმა ცენტრმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას

„ჰოლოკოსტი და გენოციდის კვლევა ადამიანის უფლებების ჭრილში“ უმასპინძლა.

კონფერენცია თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ გახსნა. ჰოლოკოსტის დროს ჩადენილ საზარელ დანაშაულებზე საუბრისას ლევან ალექსიძემ ხაზი გაუსვა ამ თემებზე აკადემიური დისკუსიის ახალგაზრდა მეცნიერების ჩართვით წახალისების მნიშვნელობას.

„დღეს მძიმე და სევდიანი დღეა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რაც მოხდა ჰოლოკოსტის დროს, რომ მსოფლიომ აღარ დაუშვას ასეთი საშინელებისა და სისასტიკის განმეორება“, - განაცხადა მან.

თსუ-ს საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა, რომლის სახელსაც უკავშირდება თსუ-ში საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით ინტერდისციპლინური სწავლებისა და კვლევის განვითარება, აღნიშნა, რომ კონფერენცია იმართება თსუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში.

მანვე ისაუბრა ჰოლოკოსტის დანაშაულისა და, ზოგადად, გენოციდის მრავალმხრივი კვლევის მნიშვნელობასა და ამ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, რაც კონფერენციის ერთ-ერთი ამოცანაც იყო.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა 80-მდე სტუდენტმა მიიღო. კონფერენციის ფარგლებში თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა წარადგინეს კვლევები ჰოლოკოსტისა და გენოციდის საკითხებზე. აკადემიური დისკუსია ჰოლოკოსტის ისტორიულ მიმოხილვას, ამ დანაშაულის გავლენას საერთაშორისო სამართალზე, XX საუკუნის 30-იან წლებამდე და შემდგომ პერიოდში ჩადენილი გენოციდის ფაქტებისა და გენოციდის დანაშაულის თეორიული ასპექტების ანალიზს მიეძღვნა.

ლევან ალექსიძის განცხადებით, დისკუსიის დასასრულს საუკეთესო გამომსვლელებს სერტიფიკატები გადაეცათ. ორმა სტუდენტმა საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს სპეციალური ჯილდო, ერთმა საუკეთესო გამომსვლელმა კი საერთაშორისო საჯარო სამართლის სფეროში სტაჟირება დაიმსახურა.

მისივე თქმით, 1945 წლის 27 იანვარს მას შემდეგ რაც მოკავშირეთა ძალებმა გაათავისუფლეს აუშვიც-ბირკენაუს ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი, გაირკვა, რომ ჰოლოკოსტის დროს ყველაზე მეტი ებრაელი დაიღუპა.

2005 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და სახელმწიფოებს ჰოლოკოსტის დანაშაულზე ცნობიერების ასამაღლებლად მუშაობისკენ მოუწოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა