იან კელი - ნატო-ში საქართველოს წევრობა არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე

ნატო-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს შეხედულება, რომ საქართველოს წევრობამ შეიძლება რუსეთის გაღიზიანება გამოიწვიოს, თუმცა საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს Heritage Foundation-ის ანგარიშის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, საქართველოს წევრობა ნატო-ს და ევროკავშირის ინტერესებშია.

"აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არის მტკიცე მხარდამჭერი იმისა, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. თვითონ ნატო-ს ზოგიერთ წევრ ქვეყანაში არსებობს შეხედულება, რომ საქართველოს წევრობამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის გაღიზიანება, თუმცა საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელმაც თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა სურს და არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს, მის სუვერენულ გადაწყვეტილებას",- განაცხადა იან კელიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა