1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4969 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4969 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4950 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1016 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0998 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0018 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევიდა.