რუსეთის ფედერაციის საბჭომ მათი შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში „სამხრეთ ოსეთის“ ძალების შესვლის შესახებ „შეთანხმებას“ მხარი დაუჭირა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ შეიარაღებული ძალების ცალკეული შენაერთების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებას“მხარი დაუჭირა. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება.
მანამდე აღნიშნულ დოკუმენტს მხარი ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა და საერთაშორისო საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა.
სენატორების განცხადებით, შეთანხმება არ არღვევს „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტს და არ ცვლის მისი შეიარაღებული ძალების სტატუსს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეთანხმება რუსეთს აქამდე არავისთან გაუფორმებია.

























