საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის განხილვა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ სტუდენტებს კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გააცნო.

შეხვედრის მონაწილე სტუდენტებს სიტყვით მიმართა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ადამ მახარაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული დღე სტუდენტებისთვის და მათ კითხვა-პასუხის რეჟიმში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა. უნივერსიტეტის რექტორმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული შეხვედრის ფორმატით სტუდენტებს მეტი შესაძლებლობა აქვთ დასვან მათთვის მნიშვნელოვანი შეკითხვები.

დავით გაბაიძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა კანონის პროექტით გათვალისწინებულ ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებზე, კომპეტენციებზე, სახელისუფლებო ორგანოებს შორის ურთიერთობის რეგულაციებსა და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებზე.

უმაღლესი საბჭოსა და საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების შეკითხვები უკავშირდეობდა: მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნის წესს, აჭარის კონსტიტუციის მიღების შემდგომ სხვა სამართლებრივ აქტებში შესატან ცვლილებებსა და რეგიონისათვის უფლებამოსილებების დელეგირების საკითხებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა