ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარის გამოძიებაზე - პროკურატურა ხელს არავის აფარებს

პროკურატურა ხელს არავის აფარებს, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარის გამოძიების კომენტირებისას განაცხადა.

შოთაძემ უპასუხა საქმეზე დაკავებულების ადვოკატების ბრალდებებს, რომ მთავარი პროკურატურა ბრალდებულების ნაწილს ხელს აფარებს.

”პროკურატურა ხელს არავის აფარებს. თავიდანვე გავრცელდა გარკვეული სპეკუალაციები ამ საკითხზე და ის ადამიანი, ვისი შვილიც ინციდენტში მონაწილეობდა, უკვე დიდი ხანია აღარ მუშაობს პროკურატურის სისტემაში. რაც შეეხება ადვოკატების განცხადებებს, ჩემთვის სრულიად გასაგებია მათი პოზიცია, რადგან ეს არის დაცვის ტაქტიკა. ისინი ცდილობენ გამოძიების დისკრედიტაციას, მაგრამ რეალობა არის სხვა. ამ ინციდენტში მონაწილეობდა ათეულობით პირი და არასრულწლოვანი. ყველა მონაწილე დაკითხულია. ისინი დაიკითხებიან ასევე სასამართლოში. მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, სასამართლოს მიაწოდონ ის ინფორმაცია, რაც აქვთ. ამ ეტაპზე, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ყველა შემსწრე პირის დაკითხვისას მიღებული ინფორმაციით გამოკვეთილია ორი პიროვნება, რომელიც ამ ეტაპზე მიცემულია პასუხისგებაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის”, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა