ზესტაფონში, სოფელ როდინაულის 15 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ზესტაფონში, სოფელ როდინაულის 15 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ახალი გზა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ სოფელ როდინაულის მოსახლეობასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, დღეიდან როდინაულის მცხოვრებლებს სოფლის ტერიტორიაზე გადაადგილება გაუადვილდებათ და ზესტაფონის ადმინისტრაციულ ცენტრთან დასაკავშირებლად გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდებათ. აღნიშნული გზის მონაკვეთი, რომელიც სოფელს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან აკავშირებდა, ფაქტობრივად, გაუქმებული იყო და მოსახლეობა გადაადგილებას ვერ ახერხებდა. პროექტის შედეგად, გაკეთდა მიწის ვაკისის აღდგენა, კიუვეტების გაწმენდა და მოწყობა, დაიგო ბეტონის საფარი, მოხდა გზის მიერთებების მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ასევე, მდინარე ყვირილაზე გამავალი არსებულ ხიდს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა და მისმა საერთო ღირებულებამ 6 მილიონ ლარამდე შეადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა