საფრანგეთის საგარეო უწყება - რუსეთმა და ირანმა სირიის მთავრობაზე გავლენა უნდა მოახდინონ, რათა სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა შეწყდეს

რუსეთმა და ირანმა, როგორც ასტანის პროცესის გარანტორებმა, სირიის მთავრობაზე და პირადად ბაშარ ასადზე გავლენა უნდა მოახდინონ, რათა იდლიბში, აღმოსავლეთ ღუთაში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა შეწყდეს, - ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„საფრანგეთი გმობს 29 იანვარს საავადმყოფოს დაბომბვას. ასევე ვგმობთ ბაზრის დაბომბვას ქალაქ სარაქიბში და 30 იანვარს ბაზრის დაბომბვას ქალაქ არიჰაში. ამ დაბომბვებმა ბევრი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა საავადმყოფო. მიუღებელია შეტევები, რომლებიც ყოველდღე ხორციელდება აღმოსავლეთ ღუთაში, ასევე იდლიბის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აუცილებელია რუსეთმა და ირანმა, როგორც ასტანის პროცესის გარანტორებმა და დამასკოს რეჟიმის მოკავშირეებმა, მიიღონ ზომები, რათა დაბომბვები შეწყდეს და ჰუმანიტარული დახმარება საიმედოდ, სრული მოცულობითა და დაუბრკოლებლად მივიდეს იქამდე, ვისაც ეს სჭირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა