დავით ნარმანია - რასაკვირველია საკრებულოში მისვლას არ ვაპირებ, ვინაიდან მე ოპოზიციის დაძახილზე არასდროს მივდიოდი

რასაკვირველია საკრებულოში მისვლას არ ვაპირებ, ვინაიდან მე ოპოზიციის დაძახილზე არასდროს მივდიოდი, - ამის შესახებ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

დედაქალაქის ყოფილი მერის თქმით, მისი მერობის პერიოდში საკრებულოსთან ინტენსიურად თანამშრომლობდა, ესწრებოდა სხდომებს, აბარებდა ანგარიშს და პასუხებს სცემდა ყველა იმ მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც მოსახლეობას აინტერესებდა. ნარმანია ამჯერად საკრებულოში მისი მისვლის აუცილებლობას ვეღარ ხედავს, ვინაიდან ის მერის პოსტს აღარ იკავებს.

„როდესაც მე ვიყავი დედაქალაქის მოქმედი მერი, რამდენჯერაც საჭირო იყო, იმდენჯერ მივედი და მერის მისვლა საკრებულოში და კონსულტაციები ასეთი ინტენსიური მანამდე არ ყოფილა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

იხილეთ ვიდეო: "საკრებულოში მისვლას არ ვაპირებ, მათ დაძახილზე არასდროს მივდიოდი" - დავით ნარმანია საკრებულოში მის შესაძლო დაბარების შესახებ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა