საბავშვო ბაღების მომმარაგებელი კომპანიის დირექტორი პურში დანის პირის აღმოჩენას უარყოფს და ეჭვობს, რომ შესაძლოა მათ წინააღმდეგ დივერსიას ჰქონდეს ადგილი

კომპანია ”ნილის” დირექტორი, რომელიც საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებს, აღნიშნავს, რომ შესაძლოა მათ წინააღმდეგ დივერსიას ჰქონდეს ადგილი.

კომპანია ”ნილის” დირექტორმა, კახა გიორგაძემ ”ინტერპრესნიუსთან” კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს თბილისის მე-100 საბავშვო ბაღში, პურში საკანცელარიო დანის პირი აღმოჩნდა. გიორგაძის განმარტებით, გავრცელებული ფოტო მისი კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციას არ შეესაბამება. კახა გიორგაძე ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა კონკურენტ კომპანიებს უკავშირდებოდეს.

„ჩვენ ბაღებს დაჭრილ პურს ვაწვდით. ამ საჭრელ დანებს შორის არის სანტიმეტრნახევარი შუალედი. წარმოუდგენელია, რომ პურთან ერთად დანის პირიც გაეჭრა პურის საჭრელ დანას. გარდა ამისა, ჩვენი სატენდერო მოთხოვნაა, რომ იყოს ოთხკუთხედი პური თანაბარ ნაჭრებად დაჭრილი. რა ფოტოც გავრცელდა, ის ჩვენს მიერ წარმოებულ პურს არ შეესაბამება”, - განაცხადა კახა გიორგაძემ.

კომპანიის დირექტორი ყურადღებას კიდევ ერთ ფაქტზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ მათი სადისტრიბუციო ავტომობილიდან იმ ობიექტების სათავსოების გასაღებები მოიპარეს, სადაც კომპანიას საკვები შექვს. შესაბამისად, კახა გიორგაძე აღნიშნავს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ”დივერსიულ” შემთხვევებს.

”ჩვენ პროდუქცია შეგვაქვს 13 ბაღსა და 14 კვებით ობიექტზე, ჯამში 27 ადგილზე. 25 იანვარს ჩვენს თანამშრომელს ავტომობილი გატეხილი დახვდა და იქიდან მხოლოდ ამ ობიექტების სათავსოების გასაღებების შეკვრა დაიკარგა. ეს არის ფაქტი”, -განაცხადა კახა გიორგაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა