ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს 5 თებერვალს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 5 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 13:00 საათიდან 16:0 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაბუკაშვილის, ჭანტურიას და ვასო აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და ანაპის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კასპის, დოესის, ზურაბიშვილის, უბილავას, ლეხ კაჩინსკის, ნოსირის, აწყურის და წინანდლის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხიანის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა