კომუნიკაციების კომისია ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემის შესყიდვის ტენდერს ჩაშლილად აცხადებს

მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ მუშაობა დაიწყო, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს.

მათი განმარტებით, კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები, რომელიც ხასზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური სახის იყო და სატენდერო დოკუმენტის არსებით ნაწილთან კავშირი არ ჰქონდა.

”ამ ტექნიკური შეცდომის გამო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნულ ტენდერს ჩაშლილად აცხადებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ორგანოა და მაქსიმალურად ღიად აწარმოებს თავის საქმიანობას, კომისია საჭირიდ მიიჩნევს, თუნდაც ტექნიკური შეცდომის გამო, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემის შესყიდვა ჩაშალოს, რადგან არავის აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ დარჩეს”, - აცხადებენ კომისიაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა