გიგა ბოკერია - ხონისა და ვანის გავლით ევროპული საქართველოსკენ

ხონისა და ვანის გავლით ევროპული საქართველოსკენ, - ამ განცხადებით პარტია „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა გიგა ბოკერიამ მხარდამჭერებს და პარტიის წევრებს მეხუთე რიგგარეშე ყრილობაზე მიმართა.

„ჩვენ ყველანი ერთად, მთელი ქართული საზოგადოება ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჭაობში დატოვოს. ჩვენ მათ არ მივცემთ საშუალებას, ქვეყანას კიდევ ერთხელ დააკარგინოს ისტორიული შანსი გახდეს სრულფასოვნად თავისუფალი, ევროპული და კეთილდღეობისაკენ სწრაფვის მქონე ქვეყანა. საქართველო იქნება ევროპული, თავისუფალი და ღირსეული მოქალაქეების მიერ შექმნილი ქვეყანა! ხონისა და ვანის გავლით ევროპული საქართველოსკენ!“, - მიმართა ბოკერიამ ყრილობის მონაწილეებს.

როგორც პარტიის ყრილობაზე გახდა ცნობილი, ხონისა და ვანის მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებში კენჭს გიგი უგულავა იყრის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა