კახაბერ გვანცელაძე კომპანია „გიკოს“ მიერ ორ საბავშვო ბაღში წარმოებულ სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ის ორი სამშენებლო პროექტი დაათვალიერა, რომელსაც კომპანია „გიკო“ ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კომპანია „გიკო“ ახალ საბავშვო ბაღებს ზუგდიდის ქუჩა N3-სა და ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში აშენებს. კახაბერ გვანცელაძემ ორივე მშენებლობა თბილისის მერიის ლაბორატორიის ექსპერტებთან ერთად დაათვალიერა.

აღნიშნული მშენებლობები თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, საექსპერტო დასკვნის მომზადებამდე შეჩერდა. მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი ის ხარვეზები გახდა, რომელიც მერიის აუდიტის სამსახურმა ამავე კომპანიის მიერ აშენებულ N33-ე ბაგა-ბაღში აღმოაჩინა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს