ქაბულში, რუსეთის საელჩოს შენობის მახლობლად დანაღმული ავტომობილი აღმოაჩინეს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ინფორმაციით, ავღანეთში რუსეთის საელჩოს შენობის მახლობლად დანაღმული Mazda-ს მარკის ავტომობილი აღმოაჩინეს, რომელშიც დაახლოებით ერთი ტონა ტროტილის ექვივალენტი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო.
ამ მომენტისთვის სააგენტო „რია ნოვოსტის“ არ მიუღია ოფიციალური კომენტარი ავღანეთში რუსეთის საელჩოსგან.