ანონსი 6 თებერვალი

ანონსი 6 თებერვალი

6 თებერვალს, 18:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” მე-3 პავლიონში ეკონომიკის სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტის“ წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

მის.: თბილისი, წერეთლის გამზ. #118

6 თებერვალს, 19:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“ სტივენ კინგის „ბნელი კოშკი - ჯადოქარი და ბროლის" წარდგენა გაიმართება.

მის.: გაგარინის მოედანი, კანდელაკის ქ. #7

6 თებერვალს, 20:00 საათზე, თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრი მიხეილ თუმანიშვილის 97-ე დაბადების დღეს აღნიშნავს.