ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე ამერიკულ დელეგაციას ივანკა ტრამპი უხელმძღვანელებს

აშშ-ს პრეზიდენტის ქალიშვილი, მისი უფროსი მრჩეველი ივანკა ტრამპი ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე ამერიკულ დელეგაციას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ტელეარხი CNN თეთრ სახლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მისი ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა პირადად მიმართა ქალიშვილს შესაბამისი თხოვნით. ის ასევე გეგმავს, დაესწროს რამდენიმე შეჯიბრს, რომელშიც ამერიკელი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.

თეთრი სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ამერიკულ დელეგაციას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი უხელმძღვანელებს.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეის ქალაქ ფხენჩხანში 9-25 თებერვალს გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა