ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, კომიტეტის წევრებმა განიხილეს ისეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: კანონპროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“, ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი კანონის პროექტი და ექსტრადიციის კანონსა და პრაქტიკაში არსებული პრობლემები. კომიტეტის გადაწყვეტილებით შეიქმნა კომიტეტის წევრებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შეისწავლიან თითოეულ აღნიშნულ საკითხს და შეიმუშავებენ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს. სისხლის სამართლის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა თუ სხვა ორგანიზაციებს.

სისხლის სამართლის კომიტეტის საქმიანობის მიზანია, არსებული სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰუმანიზაცია; სახელმწიფო სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავებასა და რეფორმირების პროცესში ადვოკატთა აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების მისაღწევად; სისხლის სამართლის სამართალწარმოების პროცესში, ადვოკატის როლის გაუმჯობესების ხელშეწყობა და დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა. აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად, კომიტეტი შეიმუშავებს კანონპროექტებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმების საკითხებზე.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გადაწყვეტილებით, ასოციაციაში შეიქმნა 18 მუდმივმოქმედი კომიტეტი სამართლის სხვადასხვა დარგის მიმართულებით. კომიტეტების მუშაობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ასოციაციის ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებას, ასევე ადვოკატთა კორპუსის ჩართულობას სამართლის ამა თუ იმ დარგის განვითარების პროცესში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა