ისნის გამგეობის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაზიანებული შენობა საცხოვრებლად ვარგისია

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაზიანებული შენობა საცხოვრებლად ვარგისია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დაზიანებული ბინების გამაგრებითი სამუშაოები და რემონტი ჯერ არ დასრულებულა, რაც შეეხება კორპუსს, ის საცხოვრებლად ვარგისია.

„ერთი კვირის წინ დაასრულა ლაბორატორიამ მუშაობა, დასკვნა დაიდო, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია. ბინების დაზიანებები სხვადასხვა კატეგორიისაა, სადაც გამაგრებითი სამუშაოები და რემონტი მიმდინარეობს“, - აცხადებენ ისნის რაიონის გამგეობაში.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაზიანებული სახლების სარემონტო სამუშაოები 10 დეკემბრიდან დაიწყო. სულ 8 ბინა იყო დაზიანებული, რომელთა სრული რეაბილიტაციისთვისაც 300 000 ლარია გამოყოფილი.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაცია 2017 წლის 22 ნოემბერს ჩატარდა. სპეცოპერაციის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, რომლის მცხოვრებლებიც თბილისის მერიამ დროებით საცხოვრებელში გადაიყვანა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს