მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაზარალებული - არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, ფეხზე თაბაშირი მომხსნეს, მჭირდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა

არანაირი გამოხმაურება და დაკავშირება არ ყოფილა, ფეხზე თაბაშირი მომხსნეს და მჭირდება კიდევ დიაგნოსტიკა, შემდგომ ამის მიხედვით მკურნალობა ან რეაბილიტაცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოში ჩაშლილი სხდომის შემდეგ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ჟურნალისტმა გიორგი საკარულმა განუცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მას იმედი ჰქონდა, რომ უმრავლესობის ნაწილი მაინც დაესწრებოდა. მას ასევე კითხვები აქვს მერიის წარმომადგენლებთანაც, რატომ არიდებენ პასუხისმგებლობას თავს და დაზარალებულებისთვის რა დონის დახმარებაზეა საუბარი.

გიორგი საკარულის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ან რეაბილიტაციის გასაგრძელებად იგი დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც განუმარტეს, რომ გადაუდებელი დახმარებისთვის რაც საჭირო იყო, მას უკვე გაუკეთეს, შემდგომ, სავარაუდოდ, ყველაფერზე პასუხისმგებლობას მერია აიღებს.

„მერიის მხრიდან რეაგირება მხოლოდ ერთ-ერთ დაზარალებულზე, ჩვენს მიერ სტატიის დაწერის შემდეგ მოხდა. დამირეკეს სატრანსპორტო კომპანიიდან და მითხრეს, რომ ქვითრები უნდა წარვადგინო, გარკვეული პროცედურები უნდა გავიაროთ, რის შემდეგაც მერია ამ თანხას აანაზღაურებს“, - განაცხადა გიორგი საკარულმა.

იგი ითხოვს, რომ მერია დაინტერესდეს მათი პრობლემებით, მოხდეს ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემა, რომლებსაც წვლილი მიუძღვის მეტროსადგურში ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევაზე და მოხდეს მათი ხარჯების ანაზღაურება.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს