მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე - დღეს მე არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გადაწყვეტილების გამოტანას ველოდები

დღეს მე არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გადაწყვეტილების გამოტანას ველოდები, - განაცხადა დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ. ამის შესახებ თუბა ჩაბუქმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხი განიხილება.

"დღეს მე არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გადაწყვეტილების გამოტანას ველოდები და ამაში მე დარწმუნებული ვარ. რა თქმა უნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ ჩვენს უფლებებს ბოლომდე და გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში და თუ საჭირო იქნება ევროსასამართლოში", - განაცხადა თუბა ჩაბუქმა.

თავის მხრივ, ჩაბუქის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ ხელმძღვანელს თურქეთში პოლიტიკურად დევნიან. სოსო ბარათაშვილის თქმით, დაცვის მხარე ისევე როგორც სასამართლო არ იცნობს პროკურატურის შუამდგომლობის შინაარსს და შესაბამისად, მისი მოსმენის შემდეგ დაცვის მხარე, საპასუხო არგუმენტების მოსამზადებლად გონივრულ ვადას მოითხოვს.

"ვაპირებთ სასამართლოს წარვუდგინოთ ვრცელი წერილობითი მოსაზრება, თანდართული მტკიცებულებებთან ერთად და დავასაბუთოთ ჩაბუქის თურქეთში დაუშვებლობა და განვუმარტოთ სასამართლოს მრავალრიცხოვან მტკიცებულებებზე დარყრდნობით (მათ შორის ევროკავშირის, ევროსაბჭოს, გაეროს სპეციალური მომხსენებლის, „ჰუმან რაით ვოჩის“, „ემნესთი ინთერნეიშალის“, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის, არასამთავრობო ორგანიზაციათა გამოკვლევების საფუძველზე), რომ ჩაბუქს მოელის წამება და არაადამიანური მოპყრობა. თურქეთის რესპუბლიკაში შეუძლებელია განხორციელდეს სამართლიანი სასამართლო პროცესი, ეს საქმე ატარებს პოლიტიკურ ხასიათს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაიზიარებს პროკურატურის პოზიციას, 7 დღის ვადაში გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში და პარალელურად ვაპირებთ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა გამოყენებულ იქნას ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესი და შეჩერებულ იქნას საკითხის არსებით განხილვამდე მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია", - განაცხადა ბარათაშვილმა.

თბილისში არსებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა