ირაკლი შოთაძე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ გია სოსანაშვილს მისმა მოადგილემ ბრალის აღიარების სანაცვლოდ თანხა შესთავაზა

ჩემი პირველი მოადგილე არ იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არც გია სოსანაშვილთან და არც არავისთან, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გია სოსანაშვილის განცხადების პასუხად ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

შოთაძე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სოსანაშვილს მისმა მოადგილემ ბრალის აღიარების სანაცვლოდ თანხა შესთავაზა.

„ეს არის ცალსახად ტყუილი. სოსანაშვილი არის მსჯავრდებული განსაკუთრებით სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში. მან სიცოცხლეს გამოასალმა იური ვაზაგაშვილი მისივე შვილების სასაფლაოზე. შესაბამისად, ამ ადამიანისთვის, მისი მორალური მხარიდან გამომდინარე, ტყუილები სათაკილო არ უნდა იყოს. რაც შეეხება იმ ფაქტს, თითქოს ჩემი პირველი მოადგილე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, ეს არის სიცრუე. ჩემი პირველი მოადგილე არ იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არც გია სოსანაშვილთან და არც არავისთან. ჩემი მოადგილეები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არ დადიან, ამისთვის არსებობენ შესაბამისი საჯარო მოხელეები, პროკურორები და გამომძიებლები“, - განაცხადა შოთაძემ.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გია სოსანაშვილი აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე მას ბრალის აღიარების სანაცვლოდ თანხას სთავაზობდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს