ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირის ახალ სტრატეგიაზე ისაუბრა

საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებაში ევროკავშირის ახალი სტრატეგია გაერთიანებაში რეგიონის ყველა ქვეყნის გაწევრიანებას ვარაუდობს, მათ შორის, ზოგიერთი მათგანი 2025 წლისთვის, შესაძლოა, წევრი გახდეს.

„ეს არის სტრატეგიის ძირითადი სიგნალი, რომელიც ჩვენ მივიღეთ კოლეგიის სხდომაზე, ეს არის დასავლეთ ბალკანეთისთვის მკაფიო გზა. ჩვენი ექვსივე პარტნიორი დასავლეთ ბალკანეთში ბოლოს და ბოლოს გაერთიანდება ევროკავშირში“, - განაცხადა მოგერინიმ, რომელმაც ჟურნალისტებს ბრიუსელში ევროკავშირის დასავლეთ ბალკანეთთან დაკავშირებით სტრატეგია წარუდგინა.

მისი თქმით, ბოლო დროს, ბევრს საუბრობენ თარიღზე - 2025 წელზე. „გასაგებია, რომ ეს არ არის კონკრეტული მიზანი, ეს არ არის საბოლოო ვადა, ეს პერსპექტივაა და სტრატეგია მკაფიოდ უსვამს ხაზს, რომ ეს გაწევრიანების პროცესის დასრულების რეალისტური პერსპექტივაა მათთვის, ვინც ახლა მართავს მოლაპარაკებებს, ასევე მათთვის, ვინც უახლოეს ხანში დაიწყებს მოლაპარაკებებს“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

თავის მხრივ, ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ აღნიშნული თარიღი - 2025 სავარაუდო თარიღია. „შესაძლოა, ერთი ან სხვა კანდიდატები გაწევრიანდნენ ევროკავშირში, მაგრამ ეს ძალიან ამბიციური მიზანია. ეს შესაძლებელია, თუკი შეთანხმების ყველა პირობა შესრულდება“, - განაცხადა ევროკომისარმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს