ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ თემისა და ქალაქის გაერთიანების შედეგად გათავისუფლებულ 47 თანამშრომელზე კომპენსაცია გასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ თემისა და ქალაქის გაერთიანების შედეგად გათავისუფლებულ 47 თანამშრომელზე კომპენსაცია გასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს, კომპენსაციები 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით გაიცა, რომელიც ჯამში 145 919 ლარს შეადგენს.

ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში ამ დროისთვის სულ 351 ადამიანი მუშაობს. გაერთიანებამდე, ქალაქისა და თემის თვითმმართველობის ორგანოებში 400-მდე საჯარო მოხელე იყო დასაქმებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა