სახლიდან ისმოდა ხმაური და ჩხუბის ხმა ისმოდა, თუმცა გასროლის ხმა არ გაგვიგია, - ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილის ერთ-ერთმა მეზობელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სახლში ის თავად არ იმყოფებოდა და ჩხუბის და ხმაურის შესახებ მისმა არასრულწლოვანმა ბიძაშვილმა შეატყობინა.
”ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, რომ ესმოდა ხმაური - ქალბატონი ითხოვდა შველას, თუმცა როგორც მან თქვა, სროლის ხმა არ გაუგია და ვერ გაარჩია. რაც შეეხება ოჯახს, მე შორიდან ვიცნობდი. მათთან სტუმრები იშვიათად მიდიოდნენ”, - განაცხადა ფიფია მანურელამ.