ადვოკატები ლომთათიძის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებენ

დაცვის მხარე ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების, ლევან ყანდირელაშვილს და გიორგი ჭალელიშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებს, - ამის შესახებ გიორგი ჭალელიშვილის ადვოკატმა, მერაბ წკრიალაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაცვის მხარეს ახლა ნულიდან დაწყება მოუწევს, ვინაიდან დაცვის განხორციელების საშუალება გვიან გახდა შესაძლებელი.

"რაც შეეხება დენთის კვალს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ხაზს უსვამს, რომ მისი მხრიდან ამოღებული დენთის კვალი არის მისი ნების საწინააღმდეგოდ გაკეთებული. ამაზე ვაპირებთ რეაგირების მოხდენას. მისი სურვილით და ნებით ნიმუშები არ გადაუციათ, გააკავეს და ისე აიღეს ნიმუში", - განაცხადა ადვოკატმა.

მეორე დაკავებულის, ლევან ყანდირელაშვილის ადვოკატის ინფორმაციით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაცვის უფლება შეეზღუდა.

"ლევანს ჰყავდა ადვოკატი ჩემი სახით და უნდა შევეშვით მასთან. ხორციელდებოდა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და ახორციელებდნენ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, რისი უფლებაც ბრალდების მხარეს არ ჰქონდა ", - განაცხადა ადვოკატმა სულხან კომახიძემ.

თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს ლევან ყანდირელაშვილს და გიორგი ჭალელიშვილს აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ყ.-მ, თანმხლებ პირთან - გ.ჭ.-სთან ერთად, მიმდინარე წლის 4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1980 წელს დაბადებულ დ.ქ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. 1988 წელს დაბადებული ლ.ყ. თბილისში, ხოლო 1994 წელს დაბადებული გ.ჭ. კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა