გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები მოლდოველ კოლეგებს ცოფის ახალი კვლევის დანერგვაში ეხმარებიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები მოლდოველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური სამსახურის (PTB) პროექტის ფარგლებში, ქართული მხარე მოლდოველებს ცოფის კვლევის ახალებური მეთოდის დანერგვაში უწევს დახმარებას. ახალი მეთოდი საშუალებას იძლევა ცოფის კვლევა ჩატარდეს მოლეკულურ (დნმ-რნმ-ის) დონეზე, რაც მნიშვნელოვანია, სამომავლოდ ვირუსის შესწავლის, ანალიზის, პრევენციისა და კონტროლის მძლავრი მექანიზმის შექმნაში.

„აქაური ლაბორატორიის აღჭურვილობა და სპეციალისტების კვალიფიკაცია ახალ მეთოდიკებში გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენს ლაბორატორიაში. ამიტომ, ჩვენ ვითხოვეთ დახმარება, ჩვენს კოლეგებს გაეზიარებინათ გამოცდილება, იმისათვის, რომ მოლდოვაშიც მსგავსი სახის და მეთოდიკის დანერგვა შევძლოთ. ვფიქრობ, ამ სწავლებების შემდეგ, ეს უკვე შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა მოლდოვას ცენტრალური სადიაგნოსტიკო ცენტრის ვირუსოლოგმა აქსანა გროზამ.

ინტენსიური სწავლებების შედეგად მოლდოვას ცენტრალური სადიაგნოსტიკო ცენტრის თანამშრომლებს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა მიეწოდებათ. სწავლების მეთოდი მოიცავს სრულ ციკლს - ნიმუშის მიღებიდან პასუხის გაცემამდე - პროცედურებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა