ოლიკო შერმადინის შეფასებით, უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების მხრიდან გასაუბრებაზე ანა დოლიძის აცილება უკვე ტენდენციურ სახეს ატარებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტის ოლიკო შერმადინის განცხადებით, უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების მხრიდან გასაუბრებაზე ანა დოლიძის აცილება უკვე ტენდენციურ სახეს ატარებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ორგანიზებული ქმედებაა.

როგორც შერმადინმა ჟურნალისტებს განუცხადა, გასაუბრებიდან დოლიძის აცილებით იმის დემონსტრირება ხდება, რომ კრიტიკასა და განსხვავებული აზრის გამოთქმას მოსამართლეთა ჯგუფი არ დაუშვებს.

„იუსტიციის საბჭოში ვხედავთ, რომ ანა დოლიძის ჩამოშორება ხდება გასაუბრების პროცესიდან. ეს კი ობიექტურ გარემოს არ უკავშირდება, ვინაიდან რეალურად ანა დოლიძის ხმა გადამწყვეტი არ არის. საბჭოში ის 10 ხმა, რომელიც მოსამართლის დასანიშნად არის საჭირო, ყოველთვის გროვდება. შესაბამისად, რეალურად ეს არის უფრო ძალის დემონსტრირება, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ დაანახონ საზოგადოებასა და სასამართლო კორპუსს, რომ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი განსხვავებულ მოსაზრებას და კრიტიკას არ დაუშვებს. ხოლო ის ვინც ამას გაბედავს და კრიტიკულ მოსაზრებებს გააჟღერებს, პასუხს მოსთხოვენ“, - განაცხადა ოლიკო შერმადინმა.

აღსანიშნავია, რომ უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი რამდენჯერმე დაიხურა, შესაბამისად, მესამე სექტორი ამ პროცესს ვერ ესწრება.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს