თელავის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა

თელავში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციამ საკრებულოსა და მერიაში ხელფასების ზრდის საკითხის განხილვა გააპროტესტა.

ოპოზიციონერების თქმით, საკრებულომ კანონი დაარღვია, რადგან საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ხელფასის ზრდის საკითხი 20 იანვრამდე უნდა განსაზღვრულიყო.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ბადურ რევაზიშვილი არ გამორიცხავს საკითხის სასამართლოში გასაჩივრებას, რადგან, მისი თქმით, ხელფასების მომატებით ვადებში დარღვევა მოხდა და მიყენებული ზიანი მოსახლეობაზე აისახება.

დღევანდელ სხდომაზე მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 3100, პირველი მოადგილეების - 2800, მოადგილეების კი, 2500 ლარით განისაზღვრა.

საკრებულოს თავმჯდომარის არჩილ თხლაშიძის ინფორმაციით, ვადების დარღვევა მხოლოდ მცირე გადაცდომაა. მისივე თქმით, კანონის დარღვევა იქნება ის, თუ ხელფასების გაზრდის საკითხი არ დამტკიცდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა