ანონსი 14 თებერვალი

ანონსი 14 თებერვალი

14 თებერვალს, 18:00 საათზე, კომპანია "ბადაგონის" მთავარი ენოლოგი, იტალიელი დოქტორი დონატო ლანატი, რომელიც მსოფლიო ენოლოგთა ხუთეულში სახელდება, ”ბადაგონის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში https://twitter.com/EnoMeraviglia და https://www.facebook.com/EnosisMeraviglia/?ref=br_rs-ზე განცხადებას გააკეთებს.

14 თებერვალს 18:00 საათზე, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში ჩატარდება საჯარო დისკუსია, სადაც განიხილება ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის მიმართ.

მომხსენებლები არიან: რებეკა ჰარმსი, ევროპარლამენტის წევრი, მწვანეთა პარტია/ევროპული თავისუფალი ალიანსიდან, ევრონესტის თანა-თავმჯდომარე; თამარ ხულორდავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; სერგი კაპანაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.

მის.: ჭოველიძის ქ. #10

14 თებერვალს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლი პროექტ „ფემინისტური კითხვის“ პრეზენტაციას და პირველ შეხვედრას გამართავს.