ბრუნო ბალვანერა - EBRD მიესალმება ყველა იმ ნაბიჯს, რაც გააუმჯობესებს მართლმსაჯულებას საქართველოში, განსაკუთრებით კომერციულ დავებთან დაკავშირებით

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოავლინა, რომ სასამართლო სისტემის ფუნქციონირება, როდესაც კომერციულ საქმეებზეა საუბარი, შეიცავს რიგ სფეროებს, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებენ, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ განაცხადა.

„იუსტიციის სამინისტროს თხოვნით ჩვენ ჩართულნი ვიყავით ამ პროცესში, რათა დახმარება გაგვეწია გადაწყვეტილების გამოძებნაში. ერთ-ერთი გადაწყვეტილებაა კომერციული სასამართლოს შექმნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. კიდევ ერთი გადაწყვეტილება არბიტრაჟია. თავის მხრივ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მიესალმება ყველა იმ ნაბიჯს, რაც გააუმჯობესებს მართლმსაჯულებას საქართველოში, განსაკუთრებით კომერციულ დავებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.

ბრუნო ბალვანერამ ასევე ისაუბრა უცხოელებისთვის მიწის გაყიდვის არძალვაზე.

„კანონი მიღებულია და ის აკრძალვას ითვალისწინებს. კანონი ასევე შეიცავს მუხლს, რომელიც გარკვეულ გამონაკლისს უშვებს. კონკრეტული სამუშაო ჯგუფები განიხილავდნენ კონკრეტულ წინადადებებს იმ წერილში, რომელიც პრემიერ-მინისტრს გავუგზავნეთ”, - განაცხადა ბალვანერამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა