ანონსი 15 თებერვალი

15 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე მერიაში ბრიფინგს გამართავს.
15 თებერვალს, 14:00 საათზე, ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
პარლამენტის ბაგრატოვანთა დარბაზი
15 თებერვალს, 14:00 საათზე, აბაშის კულტურის ცენტრში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი 150 მეფუტკრესთან ერთად ბიზნეს-ასოციაციას დააფუძნებს.
მის.: აბაშა, უჩა კაჭარავას ქ. #6
საკონტაქტო პირი სოფო მაქაცარია - 591650500
15 თებერვალს, 14.00 საათზე, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ეკონომიკის სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტასა“ და „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის საფოსტო საქმიანობის შესწავლას ითვალისწინებს.
15 თებერვალს, 18:00 საათზე, ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

























