თსუ-ში დღეს საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს საერთაშორისო კონფერენცია - "მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში" გაიხსნება, რომელსაც თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი მარკ ფუმაგალი, ქართველი და უცხოელი პროფესორები, ექსპერტები, სტუდენტები, მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, კონფერენციაში მონაწილეობს 100-მდე მომხსენებელი 17 ქვეყიდან. ღონისძიებაზე ქართველი და უცხოელი ექსპეტები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მულტილინგვური განათლების თეორია და პრაქტიკა; ინტერკულტურული განათლების ასპექტები; მეორე/უცხო ენის სწავლა/სწავლების მეთოდები და სტრატეგიები; ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება; ელექტრონული/დისტანციური სწავლების ასპექტები და მულტიმედია მეორე ენის სწავლა/სწავლების კონტექსტში; ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვა და მისი მნიშვნელობა მულტიკულტურული განათლებისა და მეორე ენის სწავლების თვალსაზრისით; ენის სწავლების სოციოკულტურული და პრაგმატული ასპექტები.

კონფერენციის მიზანია, განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.

კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია თსუ-ს ასოცირებული პროფესორი გიული შაბაშვილი. კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი), სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (საქართველო).

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა