ISET-ის ლიდერებისა და მენეჯერების სასერტიფიკატო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

ISET ლიდერებისა და მენეჯერების სასერტიფიკატო პროგრამაზე Executive Leadership მიღებას იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკის“ პრესსამსახრიდან აცნობეს, ინგლისურენოვანი პროგრამა იმ მენეჯერებისა და მეწარმეებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც კარიერული წინსვლა და საკუთრი პროფესიული წრის გაფართოება სურთ.

პროგრამა 4 თვე გრძელდება და 4 თემატურ მოდულს - ეკონომიკას, სტრატეგიული მართვას და ლიდერობას, ფინანსებს და მარკეტინგს აერთიანებს. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია როგორც ოთხივე, ისე ცალკეული მოდულის არჩევა. „სტრატეგიული მართვისა და ლიდერობის“ მოდული მარტში ჩატარდება. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 თებერვალი.

პროგრამით გათვალისწინებულ სალექციო კურსებს სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები გაუძღვებიან, მათ შორის" თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანი და "თიბისი ბანკის" მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნინო ეგაძე.

პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები იმ უნარებს და თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნას შეიძენენ, რაც თანამედროვე ლიდერს გუნდის, კომპანიის ან ბიზნესის მართვისთვის სჭირდება. მოდულზე დასარეგისტრირებლად დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა გაგზავნონ შემდეგ მისამართზე: ExecutiveLeadership@iset.ge

პროგრამის ღირებულების ან მოდულების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ISET-ის ვებ-გვერდზე. პროგრამის მხარდამჭერია „თიბისი ბანკი“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა